ვაქცინაცია საქართელოში

მოსახლეობის ჯგუფები, რომლებიც დაემატებიან ვაქცინაციის პროგრამას – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის ჯგუფი ფართოვდება და მოიცავს შემდეგ ჯგუფებს:  

  1. 55 წლის ზემოთ მოსახლეობა
  2. დიალიზის პაციენტები
  3. ორგანოგადანერგილები

"საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაამატოს იმასთან დაკავშირებით, რომ  ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ 55 წლის ზემოთ მოსახლეობას". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე

ამასთან ერთად, ტიკარაძემ თქვა, რომ ვაქცინაციის ჯგუფს დაემატებიან დიალიზის პაციენტები და ისინი აიცრებიან ადგილზე, იმ დაწესებულებებში, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას. 

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დიალიზის პაციენტებთან დაკავშირებით, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა და ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ჯგუფი არის ყველაზე დიდი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართული არის სოციალურ აქტივობაში". – ამბობს ტიკარაძე

 მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროგრამა  შეეხება ორგანოგადანერგილ პაციენტებსაც.

"ასევე მნიშვნელოვან ჯგუფად მივიჩნიეთ ადამიანები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები, ისინიც წარმოადგენენ მაღალი რისკის პირებს და იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

 

კომენტარები