კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არ გვინდა მივმართოთ მკაცრ შეზღუდვებს, წუხილები და დღესასწაულები უნდა გადავდოთ

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეპიდემიის მატებასთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე შეიძლება, რომ წუხილები და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როდესაც უკვე არ იქნება ეპიდმდგომარეობა ისეთი კრიტიკული". - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს შეზღუდვების უფრო მეტად გამკაცრება, "ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ წარმატებულად მოვახერხეთ სიტუაციის დასტაბილურება, რაც მოქალაქეებისთვის გახდა რატომღაც დადებითი მესიჯი და დავუბრუნდით ისევ ჩვეულ რიტმს ცხოვრების, პანდემია არ გვაძლევს ამის უფლებას. ევროპაში მიმდინარეობს შეზღუდვების გამკაცრებები და საქართველოს მთავრობას არ უნდა მიმართოს  ისევ ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც გვქონდა შარშან გაზაფხულზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და  პირადი ჰიგიენა. 

ჰოსპიტალურ სექტორში მომატებულია პაციენტების რაოდენობა. ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ განიხილება, თუმცა ვფიქრობთ, მოქალაქეებთან მეტად უფრო აქტიური კომუნიკაცია არის საჭირო უკვე ადგილობრივ დონეზე". - ამბობს ტიკარაძე. 

საქართველოში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების  673  ახალი შემთხვევა.

30 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 281 145 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა 272 899 პაციენტი. გარდაიცვალა 3 773  ადამიანი. 

კომენტარები