VISA კრიპტოვალუტას გადახდის ახალ საშუალებად მიიღებს 

კომპანია Visa კრიპტოვალუტას გადახდის ახალ, ალტერნატიულ საშუალებად მიიღებს. 

Reuters-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდება USD Coin-ის [USDC] გამოყენება, რომელსაც სტაბილურ კრიპტოვალუტად მოიხსენიებენ, რადგან მისი ღირებულება პირდაპირ უტოლდება ამერიკულ დოლარს, 1 USDC = 1$. 

Visa-ს მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ტრანზაქციის, შენახვისა თუ შეძენის საშუალება ექნებათ. 

ტრანზაქციების განხორციელების მიზნით Visa ეთერიუმის [ETH] ბლოკჩეინ სისტემას გამოიყენებს, რაც გააქრობს კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში კონვერტაციის საჭიროებას. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინიციატივა Crypto.com-თან თანამშრომლობის შედეგია და Visa ახლაც განაგრძობს პოტენციური პარტნიორების ძებნის პროცესს. 

სავარაუდოდ, მომავალში მომხმარებლებს სხვა სახის კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალებაც ექნებათ. 

2021 წლის თებერვალში Mastercard-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კრიპტოვალუტას დაუჭერენ მხარს და მომხმარებლებს მისი გამოყენების საშუალებას მისცემენ. 

ექსპერტების თქმით, Visa-სა და Mastercard-ის ჩართვა კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს კრიპტოვალუტის ტრადიციულ ფინანსურ სექტორში აღიარების პროცესს. 
 

კომენტარები