ზუგდიდი

ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი - მდგომარეობა მძიმეა

ტაბულა

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის მძღოლი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი საკრებულოს წევრია. 

დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

"ქალბატონი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები. პარალელურად მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა. მდგომარეობა მძიმეა". – აცხადებს ექიმი. 

კომენტარები