ვაქცინაცია

კალოიანი: ცალსახად, ვაქცინაციის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილებაა

Facebook/ თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

"ცალსახად, ვაქცინაციის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ერთი ტრაგიკული შემთხვევა იმის მიზეზი არაა, რომ ვაქცინაცია შევაჩეროთ". – ამბობს ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ევროპული საქართველოს წევრი ვახტანგ კალოიანი.

"რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, რა თქმა უნდა, ეს არასრულყოფილია და გრძელდება, სამწუხაროდ, არასრულყოფილად და მისი ინტენსიფიკაცია, კვალიფიკაციის აწევა, როგორც ინფორმაციის ხარისხის მიწოდების და მისი ინტენსივობის, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია". – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში გუშინ, 18 მარტს გადმოიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ექთანი 12:15 წუთზე აიცრა და 30 წუთში "განუვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია".

დღს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.

კომენტარები