გოგი წულაიას დაკავება

ძალადობის შესაძლო მსხვერპლი წულაიაზე: დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი, თავს ვუშველე

წლების მეგობრები ვართ, სხვა თუ არაფერი ჩემთან შედარებით მამის ტოლა კაცია, არც მიფიქრია რამე ზედმეტი. დალია ცოტა, მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე, დალურჯებული მაქვს ხელები, ყელი, წელი...

ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ, სხვა ქალბატონების მიმართაც ექნებოდა მსგავსი სექსუალური ძალადობა. არავინ გამიბედოს და მითხრას დაინდეო, არცერთ მოძალადე მამაკაცს არ ვაპატიებ არაფერს...

ამის შესახებ პოლიტიკოსი გოგი წულაიას მხრიდან ძალადობის შესაძლო მსხვერპლი ქალი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას ამბობს. 

ძალადობის ბრალდებით, გოგი წულაია, დღეს, 17 მარტს, თბილისში დააკავეს. 

კომენტარები