ელექტროენერგია

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ტაბულას ინფორმაციით, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

ტაბულა ცდილობს გაარკვიოს ზუსტი ინფორმაცია.

თელასის რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონში 00:00 საათიდან 03:00 საათამდე.

"ნაძალადევის რაიონი - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, კახიანის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, წაღვერის, ინანიშვილის, კისისხევის, წრომის, ბიჩინაშვილის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, მესხის, ხუდადოვის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას". – წერია განცხადებაში.

კომენტარები