ვაქცინაცია

ტიკარაძე: მაინტერესებს, სხვა ვაქცინები რომ შემოვა, იმითაც საჯაროდ უნდა ავიცრათ?

არა, ეს ნამდვილად არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე საჯაროდ ვაქცინა, თუმცა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში ამდენად დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა საჯარო პირმა ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრა, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, რატომ არ გაიკეთა საჯაროდ ასტრაზენეკას ვაქცინა და ეს ხომ არ უკავშირდება სხვადასხვა გავრცელებულ ინფორმაციას ვაქცინის სანდოობის შესახებ. 

კომენტარები