ხაჭაპურის ინდექსი

რა დაგიჯდებათ საშუალო ზომის იმერული ხაჭაპურის გამოცხობა – ISET-PI

Flickr

2021 წლის თებერვლის ბოლოს, იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯებმა, საშუალოდ, 4.69 ლარი შეადგინა.

ISET–PI-ის მიერ გაანგარიშებული ხაჭაპურის ინდექსი ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ინსტიტუტის მიხედვით, ხაჭაპურის მომზადება წინა თვესთან(იანვარი) შედარებით 3.1%-ით იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინგრედიენტების ფასი 7.8%-ითაა გაზრდილი. 

ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯის 7.8%-იანი ზრდა შემდეგი პროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია:

  • ფქვილი – 18.8%
  • საფუარი – 16.3%
  • კარაქი – 14.6%
  • ყველი – 9.5%
  • კვერცხი – 7%
  • რძე – 6.9%

ინსტიტუტის მიხედვით, წლის ამ დროს, ახალი რძის მიწოდება სეზონურობიდან გამომდინარე მცირდება, რასაც პროდუქტის იმპორტირებული ფხვნილით ჩანაცვლება მოსდევს. იმპორტული პროდუქტის გაძვირება კი პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ქართული ვალუტის გაუფასურებასთან. 

 

კომენტარები