ჩანაწერები

მელაძე: სამთავრობო მედიის პროპაგანდა, მათ შორის, ჩემს მკვლელობაზე, შემთხვევითი არ არის

ნოდარ მელაძე / Facebook

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, შემთხვევითი არ არის სამთავრობო მედიის პროპაგანდა, რომ იგეგმება გამომძიებელი ჟურნალისტების, მათ შორის მისი, მკვლელობა.

"ჩვენი აზრით სრულიად შემთხვევითი არ არის, როდესაც სამთავრობო მედიამ დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ იგეგმება გამომძიებელი ჟურნალისტების, მათ შორის, ჩემი მკვლელობა და, თუ ამას ვინმე განახორციელებს, ეს არის ოპოზიციის დაგეგმილი. 

ასეთი ვრცელი ამბები და დაგეგმილი ინტერვიუები სამთავრობო მედიაში და მათ კონტროლირებულ პრესაში შემთხვევით, რა თქმა უნდა, არ ჩნდება. მე მინდა, შევახსენო საქართველოს პროკურატურასაც და ხელისუფლებსაც, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს მათ პირდაპირ მოვალეობას და თუ მათ აქვთ ინფორმაცია საჯარო სივრცეში გავრცელებული, მათი პირდაპირი მოვალეობაა, მოახდინონ რეაგირება და, შესაბამისად, დაიცვან საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება. თუმცა ეს აჩენს განცდას, რომ, როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებას, შესაძლოა, ჰქონდეს შურისძიება და ანგარიშსწორება დაგეგმილი ჩვენზე, ჟურნალისტებზე და ნელ-ნელა ამზადებს შემდეგ ეს ვინმე სხვას დააბრალოს". – თქვა მელაძემ. 

საზღვარგარეთ მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ იმედის ეთერში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ. 

კომენტარები