ოკუპაცია

აშშ-ს ელჩი გაეროში: რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას და მოქალაქეების ჩაგვრას

Linda Thomas-Greenfield
FP

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას". - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე

"გარდა უკრაინაში აგრესიისა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტეროტორიის 20%-ის ოკუპაციას და მხარს უჭერს ან მუდმივად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მათ მახლობლად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ჩაგვრას. რუსეთმა ბოლომდე არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, მათ შორის თავისი ძალების გაყვანის ვალდებულება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და, ასევე, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულება. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას". -  ამბობს ლინდა თომას-გრინფილდი

კომენტარები