ჩანაწერები

ბერა: როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი ამიკო, გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო და პაბლო ესკობარი

სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩვენ მწყობრიდან გამოგვიყვანონ. შეეხებიან ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში ან პროვოკაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავებულობა გვმართებს. მაგრამ, ეს სათქმელად ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შესასრულებლად. 

როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი. ის უახლოესი მეგობარია, არაერთხელ ყოფილა ჩემს ოჯახში და ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე და რეაგირებას აკეთებს. მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ, ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, თავს ვერ შევიკავებ...

ამბობს ბერა ივანიშვილი იმედთან ინტერვიუში. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. ჩანაწერში ბერა "ამიკოს" ახსენებს.

კომენტარები