ჩანაწერები

ბერა: ღარიბაშვილს ტრი-ტრის არ ვეძახი, იქ ვიძახი ანტუნინს

ტრი-ტრი საიდან გაიგეს, არ ვიცი. იმიტომ, რომ 2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ ტრი-ტრის არ ვეძახი - იქ ვიძახი ანტუნინ. ასე ვეძახდით ერთმანეთს...

ამბობს ბერა ივანიშვილი იმედთან ინტერვიუში. ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, რომელშიც, ავტორების ინფორმაციით, ივანიშვილი და ღარიბაშვილი საუბრობენ, ბერა ივანიშვილი მას მეტსახელით "ტრი" რამდენჯერმე მოიხსენიებს. 

ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მითითებებს აძლევს, მიაკითხოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მას Facebook-ზე შეურაცხყოფას აყენებენ. 

კომენტარები