ხანძარი ბათუმში

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი იწვის – დაღუპულია ერთი ადამიანი

https://batumelebi.netgazeti.ge/

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორსართულიანი კორპუსი იწვის. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უწყების ცნობით, გარდაცვლილი შშმ პირია. 

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. 

"ცეცხლი ეკიდა საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ცხოვრობდა 5 ოჯახი. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სამი მოქალაქე. ნაპოვნია შშმ პირის ცხედარი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. 

კომენტარები