ხანძარი ბათუმში

ხანძრით დაზარალებულ ბათუმელებს ბინებს მერია უქირავებს

ზურა ბალანჩივაძე / Zurriuss.ge

გუშინდელი ხანძრის გამო დაზარალებულ ოჯახებს ბათუმის მერია დაეხმარება. როგორც დღეს, დაზარალებულებთან შეხვედრისას, ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, ბინის ქირის თანხას წლის ბოლომდე მერია დაფარავს. შემდეგ კი, დამწვარ სახლს ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღადგენენ. 

"ვეცდებით, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ დაზარალებულებს ჰქონდეთ თავშესაფარი და საარსებო საშუალება. რადგან მათ პრეტენზია გამოხატეს ურეხში ჩვენს მიერ შეთავაზებულ ბინებზე, შევთანხმდით, რომ თვითონ მოეძებნათ ბინები 300 დოლარის ფარგლებში. მიმდინარე წლის ბოლომდე ვუქირავებთ მათ ბინებს. მომავალი წლიდან კი ვფიქრობთ, ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამა დავამტკიცოთ, სადაც ამ ბინების რეაბილიტაციაც მოხვდება", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის 11 ნომერში გაჩენილი ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. 

კომენტარები