ნიკა მელიას დაკავება

სუბარი მელიას დაკავებაზე: თამაშის გარეშე ვამბობ – უმაღლეს დონეზე შესრულებული ოპერაციაა

მე შემიძლია, პირდაპირ, ყოველგვარი თამაშის გარეშე, ვთქვა, ეს იყო უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია, როდესაც არცერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული დაზიანება მაინც არ მიუღია. 

მე მაქვს ასეთი კითხვა - პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ისმის ბევრი კითხვა, საჭირო იყო თუ არა, როგორ უნდა მომხდარიყო...  რა შანსი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით. ის, რომ არ უნდა აღსრულებულიყო, ამ კითხვას არ ვსვამ, იმიტომ, რომ ეს, უბრალოდ, შეუძლებელია...

მიმართავს ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში.

კომენტარები