ქრთამის აღება

სუს: სამგორის გამგეობის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა.

მათივე ცნობით, 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები