ბაღდათის საკრებულო

ბაღდათის საკრებულო ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა დატოვა

ბაღდათის საკრებულო ფრაქცია ქართული ოცნების სამმა წევრმა – გაბრიელ ღიბრაძემ, ზაზა ზივზიმაძემ და დიომიდე კიკნაველიძემ - დატოვა.

როგორც გაბრიელ ღიბრაძე ტელეკომპანია მთავართან ამბობს, სამივე დეპუტატმა საკრებულოსთან ერთად პარტიაც დატოვა.

ჟურნალისტის კითხვას, ხო არ უკავშირდება მათი პარტიიდან წასვლა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის პოსტიდან გადადგომას, ღიბრაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

"ერთობლივად გადავწყვიტეთ, მაჟორიტარები ვართ სამივე. ბევრი რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს, არის ბევრი მიზეზი [დატოვების]".

კომენტარები