ნიკა მელიას დაკავება

მელია: გული მწყდება, ბევრმა ყოფილმა ქოცმა დამიცვა, გრიგოლ ვაშაძეს სიტყვა არ დაუძრავს

არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, გამპრავებელმა, აი ამ ნათია მეზვრიშვილმა დამიცვა საჯაროდ, ეს ერთი მაგალითია. ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა დამიცვა საჯაროდ, რომ არაფერი ვთქვა სხვებზე და საერთაშორისო თანამეგრობაზეც.

ამ ყველაფრის ფონზე, ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში. გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემს დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდევაც საქართველოს პრეზიდენტად, აი, ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე ამ კაცს ხმა არ ამოუღია. მისი ყოფილი პირადი კაბინეტის აღებას უყურა პირდაპირ ეთერში და ამაზე არ დაუძრავს ხმა. მთელი მსოფლიო და მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობს, ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავისზე და არაფერზე. 

მთავარი არხი რუსთავის საპატიმროში მყოფ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ნიკა მელიასთან ინტერვიუს ავრცელებს. 

კომენტარები