სამთავრობო ცვლილებები

ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სიჭინავამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. სიჭინავა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ექსპრემიერ გიორგი გახარიას. 

"მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა!

[...] განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას – უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა". – წერს სიჭინავა.

24 თებერვალს კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი დანიშვნიდან 20 დღეში დატოვა. გიორგი გახარია პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. 

22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები