დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ წერია ოპოზიციის პასუხისმგებლობის შესახებ, და, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, ისინი ურჩევენ ოპოზიციას, ვინაიდან მათი როლი არის გადამწყვეტი, რომ შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის სტილია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ, რაც არ მოსწონთ, იმას საერთოდ აიგნორებენ და შემდეგ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, ან აბზაცს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული მთელი საინფორმაციო ბადე.
ნიკა მელიას დაკავება
მდინარაძე: ამოიკითხავენ ერთ კრიტიკულ აბზაცს და ამაზე აგებენ მთელ საინფორმაციო ბადეს
tbl.ge/5fu1
დაკოპირდა

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში. დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, რაც საქართველოს დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი ელოდება, რომ ქართული ოცნება პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს. ის მხარეების კონსტრუქციულ როლს უსვამს ხაზს.
ამავე თემაზე
- კალაძე მელიაზე: მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური
- SJC: მელიას დაპატიმრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნის კიდევ ერთი სიგნალია
- სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ფედერალისტები
- გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა




