საქართველოს დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის ქვეშააა. სახელმწიფო ირჩევს ორ მხარს შორის, ერთ მხარეზეა დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა, მეორე მხარეზეა ავტორიტარიზმი და შეზღუდული თავისუფლება. დიდი ხანია, ქართველებმა აირჩიეს ევროატლანტიკური მომავალი და დემოკრატია. ამის გამო, სამოქალაქო პირები ოპოზიციის ლიდერს ენმ-ის ოფისში იცავდნენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შენება არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნისთვის. ადამიანების არჩევანი საფრთხის ქვეშაა, სამწუხაროდ, რადგან მმართველ პარტიას არ სურს კრიზისის მოგვარება და აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას - პოლიტიკური დევნით, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმით და დემოკრატიისგან უკუსვლით, საქართველოს წევრობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, და ეს იქნება ქართველი ხალხის ინტერესები და მომავალი, რაც დაზარალდება...
tbl.ge/5fre
დაკოპირდა

განაცხადა ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა.
ამავე თემაზე
- კალაძე მელიაზე: მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური
- SJC: მელიას დაპატიმრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნის კიდევ ერთი სიგნალია
- სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ფედერალისტები
- გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა




