ნიკა მელიას დაკავება

ანზორ მელია: მთავრობას მივმართავ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, ნიკა ყველაფერს გაუძლებს

მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო, იმიტომ, რომ არ მოველოდი, ასეთ ასაკში, ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ, ნიკა როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია. მაგრამ ეს თქვენ რომ დაინახეთ, შეიყვარეთ, ეფერებით, ლოცავთ, მე, ჩემს, მეუღლეს და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა. 

ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება...

ამბობს ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. 

კომენტარები