ნიკა მელიას დაკავება

ჰარცელი: პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა:

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას". – წერს ჰარცელი.

შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები