ნიკა მელიას დაკავება

სამართალდამცველებმა ენმ-ს ოფისს, პრაქტიკულად, ალყა შემოარტყეს

ტაბულა

UPDATE 7:50 – სამართალდამცველთაგან ერთერთი მივიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატებთან და უთხრა, რომ პოლიცია იქ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მივიდა, რაც ნიკა მელიას დაკავებაში გამოიხატება. სამართალდამცველები ადვოკატს ეუბნებიან, რომ ისინი მელიასთვის განჩინების გადაცემას აპირებენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცველები.

ისინი უშუალოდ ოფისის წინ დგანან და პრაქტიკულად ალყა აქვთ შემორტყმული ოფისისთვის. თუმცა, ჟურნალისტების კითხვებზე, პასუხობენ, რომ მიმართონ პრესცენტრს. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა, ენმ-ს ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ლიდერები და მედია მთელი ღამის განმავლობაში ელოდა, როდის მივიდოდნენ სამართალდამცველები ოპოზიციური პარტიის ოფისში.  

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ არ გაატანენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები