მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზავრადაშვილი: ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი საშუალებაა

ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი საშუალებაა, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ. რაც შეეხება მიზანსა და იდეას, ეს ჩვენ გვჭირდება, რომლის გარშემოც გავერთიანდებით კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს და ყველა გამოწვევას, ყველა პრობლემას აუცილებლად დავძლევთ...

 თქვა უმრავლესობის დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე.

საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს გახდა.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
 

კომენტარები