მე-10 მოწვევის პარლამენტი

ღარიბაშვილი ოპოზიციას: ჩვენი პოზიციები ვერასდროს დაახლოვდება, ღმერთმა დამიფაროს, დაახლოვდეს

 ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

მე მინდა, მათ მივმართო, ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსესუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს  დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, დაუახლოვდეს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია, ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. 

მერწმუნეთ, ხალხს ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, ის, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუ ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი. 

ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური პრობლემების გადაჭრა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება ცოტახნით მოატყუო ადამიანები, მაგრამ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, რადგან ამ ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს...

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის სესიაზე.

კომენტარები