არჩევნები 2020

ვოლსკი: თამარ ჟვანიაზე ისე მსჯელობთ, გეგონება, რაღაც დააშავა და უნდა გადადგეს

თამარ ჟვანიაზე - გადადგება, არ გადადგება, შეიძლება საერთოდ კონფიგურაცია შეიცვალოს, ისე მსჯელობთ, გეგონება, რაღაც დააშავა და უნდა გადადგეს. არაფერი არ დაუშავებია, თავის ადგილზე არის. საფუძველი იმისა, რომ მის გარშემო რაღაც უნდა დატრიალდეს, გადადგომის თემა ეს არ არის...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე. ცესკოს ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟვანია გადადგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები