უბედური შემთხვევა

თვითმხილველების ცნობით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა და ბავშვს დაეცა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

თვითმხილველების ინფორმაციით წყნეთის გზაზე მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა. 

მათივე ინფორმაციით, საცობების გამო სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად ვერ მივიდა და ბავშვი კლინიკაში კერძო მანქანით გადაიყვანეს. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაზიანებები მიიღო ბავშვმა. ტაბულა ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.

კომენტარები