ტურიზმი

თურნავა: აპრილიდან Wizzair-ი ფიქრობს ფრენების განახლებას

რა თქმა უნდა, პირველი ვიზიტორები უკვე შემოდიან, მაგრამ უფრო მეტად ვფიქრობთ გაზაფხულის სეზონი - მარტი, აპრილი და უფრო მეტად მაისი, იმიტომ, რომ ავიაკომპანიები ამ პერიოდისთვის უფრო მეტად აახლებენ ფრენებს, იგივე Wizzair-ი აპრილში ფიქრობს ფრენების განახლებას და აქედან ველოდებით საკმაოდ დიდ ნაკადს.

ისრაელი როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი აეროპორტის გახსნისა, ასევე ჩვენი ტუროპერატორები ემზადებიან, რომ შემოიყვანონ.

ტურისტი სწორედ იმიტომ შემოვა, რომ ჩვენ ვიცავთ ამ შეზღუდვებს, ჩვენ ვიცავთ ამ რეგულაციებს ანუ დაუდევარ ქვეყანაში არ შემოვა ტურისტი და, პირიქით, ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ დადებითად განწყობილები, ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა. შეიძლება, შიგნით ჯერ არ გვქონდეს ისეთი მონაცემები, ეპიდვითარების, როგორიც გვინდა, რომ გვქონდეს, მაგრამ, როგორც მასპინძელი, ვართ სრულად უსაფრთხო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები