ნიკა მელიას დაჭერის დაჩქარება დაკავშირებულია ოპოზიციის გეგმებთან. მისი დაჭერა, რა თქმა უნდა, იქონიებს ძალიან ცუდ გავლენას ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს დაპირისპირებას, დემოკრატიული ტრადიციის კიდევ უფრო ჩახშობა და ბრაზის კიდევ უფრო გაზრდა მოხდება. ვერ შეუნარჩუნებს ივანიშვილის რეჟიმს ეს ხელისუფლებას. რისკებს გაზრდის და გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან გარადიკალურებას. ივანიშვილის გარემოცვაში ახლა ისეთი ხალხია, არ ვიცი, საერთოდ გააზრებული აქვთ, თუ არა ეს. იმ კაცმა ხელების დაბანა სცადა, იმიტომ, რომ ხედავს რისკებს.
არც კი მინდა დებატებში შესვლა სამართლებრივ ამბავზე... ნიკა მელია რომ არ გარბის არსად, ამის მტკიცება სჭირდებათ? ოღონდ გაიქცეს, ბილეთს უყიდიან. დააფინანსებდნენ, რომ პოლიტიკიდან წასულიყო. როგორი უტიფარი უნდა იყო, რომ გირაო მჭირდებაო, თქვა, იმიტომ, რომ მიმალვა აღვკვეთოო. თვითონ საქმეზე აღარაფერს ვლაპარაკობ, აბსურდზე...
თან იძახიან, რომ ნახეთ, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა და თან [პრაქტიკულად ამბობენ, რომ] "თუ არ იქნებით დეკორაცია, დედას გიტირებთ. თუ დეკორაცია იქნებით, რაღაც ბარტყებს გადმოგიგდებთ, იმასაც ბოლომდე არა. 9-ს დავიჭერ, 7-ს გავუშვებ, 2-ს დავიტოვებ. ხედავ? 7 ხომ გავუშვი"





