ნიკა მელიას საქმე

მელია ოცნებას: იმედის ეთერში ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად ტელემარათონი გამართეთ

მივმართავ „ქართული ოცნებას“ - ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით: იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად “. სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!
პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ქართულ ოცნებას Facebook-ზე გამოეხმაურა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პირობების "შეუსრულებლობის შესახებ გაფრთხილების მიზნით" ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე, ნიკა მელია დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიამ გირაო, 40 000 ლარი განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიან ვადას მისცემენ

კომენტარები