მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით თუ პატრიოტები, ენმ და მეორე ენმ-ც ჩაერთვებიან

ჩვენ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით სიამოვნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3800-ივე უბანზე ჰყავდა კომისიის წევრები, ესენი არიან პატრიოტთა ალიანსი, ნაციონალური მოძრაობა და მეორე ნაციონალური მოძრაობა, ბოკერიას პარტია. ამ ხალხს ყავდა ცესკოს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3800-ივე უბანზე. იმისთვის, რომ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ და გვითხრან, რომ 10 000 და კიდევ მეტი მათი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ.

თქვა ბრიფინგზე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები