მე, რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ, თუმცა ერთი შეზღუდვა მაქვს. არის კანონი, რომ ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან 3 თვე არ იკეთებენ ვაქცინას, რადგან ის 3 თვე ისედაც დაცულები არიან.
სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გავუკეთოთ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, ასე რომ, გააჩნია, როდის შემოვა პირველი პარტია, თუ იმ მომენტისთვის გასული იქნება 3 თვე, მე პირველი გავიკეთებ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ 3 თვე არ იქნება გასული, დავუთმობ სხვებს და გავიკეთებ მაშინ, როდესაც 3 თვე იქნება გასული...





