კრიმინალი

შსს: ქუთაისში ლიბერთი ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის გამო ერთი პირი დავაკავეთ

ქუთაისში ლიბერთი ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის გამო ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში,
ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობაში
შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა
თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის
მე-4 ნაწილით მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები