Fendi-ს ჩვენება

დემი მური, ქეით მოსი, ნაომი კემპბელი —​​​​​​​  FENDI-ს ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

პარიზის მოდის კვირეულზე იტალიური მოდის სახლის — Fendi-ს ჩვენება გაიმართა, რაშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სუპერმოდელებმა და მსახიობმა დემი მურმა.

2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარდგენისას პოდიუმზე 56 წლის მსახიობი, დემი მური გამოჩნდა. იგი სულ შავებში იყო გამოწყობილი და აქსესუარებიც შავ ფერში ჰქონდა გადაწყვეტილი.

ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს სუპერმოდელებმა და მათმა ოჯახის წევრებმაც - ქეით მოსმა და მისმა შვილმა, ლაილამ, კრისტი ტარლინგტონმა და მისმა ძმისშვილმა ჯეიმსმა და ნაომი კემპბელმა, ოჯახის წევრის გარეშე.

დაათვალიერეთ სურათები ჩვენებიდან.

 

კომენტარები