კორონავირუსი საქართველოში

პენიტენციური: დაწესებულებაში ხანმოკლე პაემნის უფლება 1-ლი თებერვლიდან აღდგება

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ხანმოკლე პამნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში  განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. პატიმრებს ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის უფლება გასული წლის 25 მაისს აღუდგათ, თუმცა, 28 ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ეს უფლება მეორედ შეუჩერდათ.

კომენტარები