დავითგარეჯის საქმე

ხოშტარია: პოლიტპატიმრების გამოშვება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახია

მათი [მელაშვილისა და ილიჩოვას] დაჭერა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ იმიტომ, რომ არცერთი მოქალაქე არ მოდუნდა და ითხოვდა ამ ადამიანების გათავისუფლებას, საბოლოოდ, ამის პოლიტიკურმა ფასმა აიწია და მათ მოუწიათ ამ ადამიანების გათავისუფლება. 

ასევე, გიორგი რურუას, დარჩენილი პოლიტპატიმრის გამოშვება იქნება გარკვეული სიგნალი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახის. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პოლიტპატიმრების გამოშვებით ივაჭრებენ და ვინმეს სადმე შეიტყუებენ, ეს ტყუილია, ასე არ იქნება, იმიტომ, რომ ადამიანებით არ ვაჭრობენ, მაგრამ პოლიტიკური პროცესის შანსი ამ ფონზე შეიძლება გაჩნდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ქართული ოცნება როგორ მოიქცევა. 

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ეხმაურება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო-აზებაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას დავითგარეჯის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გირაოთი შეეცვლებათ. 

კომენტარები