GOT-ის ანიმაციური სერიალი

VARIETY: HBO სამეფო კარის თამაშების ანიმაციურ სერიალზე მუშაობს

DECIDER

გამოცემა Variety-ს ცნობით, HBO Max-მა სამეფო კარის თამაშების ანიმაციური სერიალის გადაღებაზე დაიწყო მუშაობა.

Variety ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სერიალზე მუშაობა ადრეულ სტადიაშია და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა იქნება ცენტრალური ამბავი სერიალში და  ვინ იქნებიან შემოქმედებითი გუნდის წევრები.

HBO Max-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება სამეფო კარის თამაშების სხვა პროექტებს, HBO ამ დროისთვის პრიქველზე მუშაობს და House of the Dragon-ს 2022 წელს გამოუშვებს. სერიალში მოთხრობილი იქნება ტარგარიენების გვარის მიერ ვესტეროსში მოწყობილი სამოქალაქო ომის შესახებ.

კომენტარები