კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში 340 დადასტურდა, იმერეთში – 89, კახეთი-75

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში 340 დადასტურდა, იმერეთში - 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 70. 

აჭარაში ინფიცირების 33 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 49, გურიაში - 21, კახეთში - 75, მცხეთა მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 2. 

27 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 245 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  3 108 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები