კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1006 ახალი შემთხვევიდან თბილისში 416 დადასტურდა, იმერეთში – 202, სამეგრელო-ზემო სვანეთში –98

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევიდან თბილისში 416 დადასტურდა, იმერეთში - 202, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 98. 

აჭარაში ინფიცირების 23 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 49, შიდა ქართლში - 79, გურიაში - 17, კახეთში - 69, მცხეთა მთიანეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 6. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 349 ტესტი და დადასტურდა 1 006 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი. 

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 822 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 244 446  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 096 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები