NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები.

დავესესხებით ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებელია ადამიანების უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გამოყენებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები