კორონავირუსის ვაქცინა

გახარია: 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% უნდა იყოს აცრილი

დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომელის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% [...] მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე...

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე საუბრისას.

კომენტარები