კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა გვექნება

დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა კოვაქს პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებულები და გარკვეული თანხა გვაქვს გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. თებერვლის ბოლო იქნება პერიოდი, როდესაც შეიძლება უკვე გარანტირებულად ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას.

რაც შეეხება, თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამ ეტაპისთვის საუბარია ფაიზერის ვაქცინაზე. ჩვენგან მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია სწორედ ამ "ცივი ჯაჭვის“ შესამოწმებლად, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. ამაზე ინფორმაცია ჩვენ უკვე დავაბრუნეთ, რომ მათ ჰქონდეთ გარანტია. ორმხრივ გარანტიაზეა საუბარი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  TV იმედის ეთერში. 

კომენტარები