ბიძინა ივანიშვილი

Washington Post: ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ბევრს არ სჯერა 

ბიძინა ივანიშვილი

Washington Post: ოლიგარქი, რომელიც ტრამპს მოგვაგონებს, პოლიტიკას ტოვებს – ბევრს არ სჯერა 

The Washington Post ვრცელ სტატიას უძღვნის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლას. ავტორები სტატიაში ივანიშვილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებენ და მას შავ ზღვასა და კავკასიის ქედებს შორის გადაჭიმული ქვეყნის დე ფაქტო მმართველად მოიხსენიებენ.

"64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ახლა ის ქველმოქმედებაზე ახდენს კონცენტრირებას. შთამაგონებელი ნარატივია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები ხშირად არ ნებდებიან ხელისუფლებას და იშვიათად მიდიან ნებაყოფლობით. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილისა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ ოპონენტს და რეგიონულ პოლიტიკურ ანალიტიკოსს სჯერა". – ვკითხულობთ სტატიაში. 

სტატიაში ლაპარაკია მოლოდინზე, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვას კულისებიდან გააგრძელებს და ამ ნაბიჯით მას მხოლოდ პასუხისმგებლობის არიდება სურს, ვინაიდან ქვეყანაში მმართველ პარტიას გაძლიერებული ანტიდემოკრატიული მიდრეკილებები აქვს. 

The Washington Post ხაზს უსვამს აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების პრეტენზიებს ივანიშვილის მმართველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მოსკოვთან კავშირს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანების ამბიცია აქვს. ლაპარაკია პარალელებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც გასულ წელს კანონმდებლობის შეცვლით შეძლო შესაძლებლობის შექმნა, რომ მმართველობა 2036-მდე შეინარჩუნოს, ასევე პარალელზე ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთანაც, რომლის მიერ "მოგებულ" ბოლო არჩევნებს გაყალბებულად მოიხსენიებენ.

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული ოცნებისგან პირველად ჩამოცილებაზეც, თუმცა ხაზს უსვამენ განსხვავებას, ვინაიდან 2013 წელს, ივანიშვილის განცხადებით, ის კვლავ გააგრძელდებდა პარტიის ფინანსურ მხარდაჭერასა და გაძლიერებას, თუმცა ახლა მან თქვა, რომ პარტიის საქმეებში საერთოდ აღარ ჩაერევა. 

The Washington Post წერს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცებმა კონკურენტულ და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებულ არჩევნებად შეაფასეს, თუმცა ასევე საუბრობენ ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ქართული ოცნების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებებზე. ყურადღება გამახვილებულია ოპოზიციურ სპექტრზე, რომელმაც არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია და უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე.

გამოცემას მოჰყავს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც, რომელმაც The Washington Post-თან საუბარში ივანიშვილზე თქვა – "გრძნობს, რომ მის ქვეშ მიწაირხევა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ მან არჩევნები მოიპარა".

ამავდროულად კრიტიკოსები ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ მმართველობის ყველა შტოსა და დონის კონტროლის გაერთიანებაში, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლას კი გაუგებრად მიიჩნევენ, ვინაიდან "ბუნდოვანია როგორ წარიმართება პარტია ივანიშვილის გარეშე".

კომენტარები