რუსთავი

რუსთავში ღამით მაღაზიაში 2 კაცი შეიჭრა და კონსულტანტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

ლიბრე/Facebook

გვიან ღამით, რუსთავში, მაღაზია ლიბრეში, 2 კაცი შეიჭრა. მომხდარი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მაღაზიაში შეჭრისას კაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ისინი კონსულტანტ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები