კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მოქალაქეებს ექნებათ ორგანიზაციების მიერ ავტორიზებული ყველა ხარისხიანი ვაქცინა

ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია ვაქცინაციის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია ისახავს მიზნად რამდენიმე ამოცანას: პირველი - ეს არის მოაგვაროს ის საკითხები, რაც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი, ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებისთვის. მეორე ეს არის, რომ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა ავცრათ და მესამე, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვიქსის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს, ორშაბათს წარმოადგენენ გეგმას. არანაირი საფუძველი არ არსებობს კითხვის ნიშნების არსებობის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები