მოტაცება გარდაბანში

შსს: გარდაბანში 15 წლის გოგოს მოტაცების გამო 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს
დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და
1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.


დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, 15 წლის თანასოფლელ გოგონას - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების
უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები