შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის გამო 1979 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მისი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის "აკ-74"-ის მოდელის იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.