ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა და დესტრუქციული გავლენისგან გათავისუფლდნენ

ბიძინა ივანიშვილი

"თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც". –ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს, რომლითაც მან საზოგადოებას ცოტახნის წინ მიმართა და სადაც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

ივანიშვილი მის წერილში ოპოზიციასაც აკრიტიკებს. პატარა პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, "გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან". 

"სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება". –წერს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ვრცლად - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები